|
2021-06-09 17:23:15, 830 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება
„ტურიზმის აღდგენის და მგზავრთნაკადის ზრდის პროცესი გრძელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აღადგენს თავის სიმძლავრეებს - უკვე 68%-ზეა ასული 2019 წლის მაისთან შედარებით. ასევე ზრდის პროცესი გვაქვს თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში", - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მიმართულებების და ქალაქების მიხედვით, 2019 წლის მაისის და 2021 წლის მაისის ფრენების რაოდენობის შედარება თუ მოხდება, უკვე 65%-ით არის აღდგენილი. „ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მეტ ზრდას. მთლიანობაში, იმ პროგნოზის გათვალისწინებით, რაც კეთდება გლობალურად ტურიზმის აღდგენის კუთხით და მათ შორის საქართველოში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საინტერესო ბაზარი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე 2023 წელს შევძლებთ, გადავასწროთ პანდემიამდელ დონეს მგზავრთნაკადის მომსახურების და მგზავრების მასპინძლობის თვალსაზრისით ყველა ჩვენი აეროპორტის მიხედვით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდის. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ პანდემიამ არამარტო ვერ შეძლო, რომ არსებული კომპანიების ფრენების აღდგენა შეეფერხებინა, არამედ საქართველოს ცაში ახალი კომპანიები გამოჩნდა. ნათია თურნავას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უახლოეს დღეებში ორი ახალი ევროპული დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ფრენებს - Eurowings და Bees Airline, ასევე ავიაკომპანია OMAN AIR. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ფრენები პოლონურმა LOT-მა, ასევე Bees Airline -მა, Air Astana-მ და FlyOne-მა. „ეს პროცესი შემდგომშიც გრძელდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ოპტიმიზმი, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა აღდგება 2-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდევი თავიდან; რომ ტურიზმი აღდგება სულ მცირე ნახევარ დონეზე, რაც იყო 2019 წელს, დამყარებულია ჩვენს ძალიან რეალისტურ ნაბიჯებზე, ჩვენს პოლიტიკაზე და ეს სწორედ ასე იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)