19:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 13:05:57, 605 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაზე - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობას პარადოქსით იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობას პარადოქსით იწყებს.

როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არ აწერს ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს, უმრავლესობას მოუწოდებს, დარჩნენ შეთანხმების სულისკვეთებაში, რაც მისივე თქმით, პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითია. 

„მსურს გამოვეხმაურო განცხადებას, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგვიწოდა დავრჩეთ მიშელის შეთახმების სულისკვეთებაში, პარადოქსით იწყებენ საქმიანობას პარლამენტში, როდესაც თვითონ არ აქვთ ხელი მოწერილი შეთანხმებაზე და ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ შეთანხმების სულისკვეთებაში, ეს არის პოლიტიკური დეზორიენტაციის კლასიკური მაგალითი, რომელსაც ვხედავდით 7 თვის განმავლობაში და 7-თვიანი საბოტაჟი ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ, ასევე დეზორიენტირებული გადაწყვეტილებით დასრულდა, როდესაც თან გინდა იყო პარლამენტში და თან არ გინდა სრულფასოვნად ჩაერთო დემოკრატიულ პრცესში და შეთანხმებაში, რასაც ყველა პარტიამ ხელი მოვაწერეთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კოლეგებს, რომ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics