|
2021-06-08 20:25:30, 790 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - დადასტურდა, რომ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი ლეგიტიმური პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან
„დადასტურდა, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი ლეგიტიმური პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხია და მათ სჭირდებათ შველა. „დღეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ესენი იყო ამნისტიის კანონპროექტი და საარჩევნო კანონპროექტი. ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა, არის, რომ ამ პარლამენტს არ ჰყავს არც პარლამენტის თავმჯდომარე, არც არანაირი სუვერენული და ლეგიტიმური პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი, ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი არიან ტყვეობაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)