08:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-08 17:35:18, 715 ნახვა

საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლენტეხში, ლათქარიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე იმყოფებოდა დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქე მეორე ნაპირზე ბაგირის საშუალებით ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც, ბაგირი გაწყდა და მამაკაცი წყალში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, მას ქვედა კიდური დაუზიანდა, თუმცა მეორე ნაპირზე დამოუკიდებლად ასვლა მაინც მოახერხა.

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოიყვანეს.  მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics