10:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 18:34:35, 817 ნახვა

საზოგადოება
7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება

7 ივნისს „სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე“ სლოგანით  - „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, 2019 წელს დაწესდა. მისი მიზანია სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვა. წელს მსოფლიომ მთავარ გზავნილად აირჩია  „უვნებელი სურსათი ჯანმრთელი მომავლისთვის“.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და ყურადღება მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.

„გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს  და მნიშვნელოვანი პროგრესიც გვაქვს. რა თქმა უნდა, გამოწვევები ამ სფეროში ჯერ კიდევ რჩება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ სურსათის უვნებლობა და უვნებელი სურსათი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად საზოგადოების, თითოეული მეწარმის, შესაბამისი ასოციაციების პასუხისმგებლობა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია მივიღოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე  აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იზიარებს და ნერგავს მათ მიერ აღიარებულ სტანდარტებს. 2015-2020 წლებში, DCFTA-ის შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან 146 სამართლებრივი აქტი დაახლოვდა.

მიმდინარე წელს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 10 650  სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა) განხორციელდა. გამოვლინდა 888 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მონიტორინგის ფარგლებში აღებულია 656 ნიმუში (ცხოველურ და არაცხოველურ სურსათში ნიმუშების კვლევა ხორციელდება სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის: სახეობრივი, აკრძალული ნივთიერებები, მძიმე მეტალები, პესტიციდები, ნარჩენები, ტრანსცხიმები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები,  სალმონელა, ლისტერია).

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის, სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს 1 964 587 ვეტერინარული  მანიპულაცია; იდენტიფიცირებულია 184 774  სული მსხვილფეხა და  წვრილფეხა პირუტყვი; სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 327 453 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, გააქტიურდა ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი.

აქტიურად მიმდინარეობს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, მათ შორის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics