18:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 12:51:47, 813 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ აგრესიული კამპანიით ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს ყოფილ პრემიერს

„ქართული ოცნება“ აგრესიული კამპანიით ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ხმა გაატანოს ყოფილ პრემიერს, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად ესმის, რომ გიორგი გახარია მშვიდობიანობის პერიოდში მათ ხმებსაც წაიღებს.

„ზოგადად, „ქართული ოცნების“ ეს ტაქტიკა გახარიასთან მიმართებით არის ის, რომ მათ ესმით, გახარია როგორც მათი გუნდის ყოფილი წევრი და სიის პირველი ნომერი, მშვიდობიანობის პერიოდში წაიღებს მათ ხმასაც. ამიტომ, „ქართული ოცნება“ ასეთი აგრესიული კამპანიით ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები „ქართული ოცნების“ ხმა გაატანოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics