10:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 11:12:13, 1078 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” გაიმართა

ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამართა. ჰაერის ხარისხთან და  გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ შეხვედრას ადგილობრივი სკოლების ეკოკლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა  თამარ ალადაშვილმა და ქ.რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ  გახსნეს.  თამარ ალადაშვილმა ქ.რუსთავში ჰაერის დაცვის საკითხებსა და გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით მიმდინარე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

საინფორმაციი შეხვედრაზე თამარ ალადაშვილმა იდეების კონკურსი  „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” წარადგინა. კონკურსის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების, მისი გადაჭრის გზების  და მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, რუსთავის ჰაერის ხარისხის პროგრამის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებს  შესაძლებლობა ექნებათ, თავად ჩაერთონ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებაში. გამარჯევბულ 2 სკოლას გადაეცემა პრიზები წარმოდგენილი იდეების განსახორციელებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“.
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics