|
2021-06-06 17:39:33, 1083 ნახვა
საზოგადოება
მივმართავთ სახელმწიფოს, უარი თქვას ნინოწმინდის პანსიონის მსგავს ბავშვთა სახლებზე და ყველა აღსაზრდელი ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნოს - ISFED
მივმართავთ სახელმწიფოს, უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი,- მსგავსი მოწოდებით „სამართლიანი არჩევნები“ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად. „სამართლიან არჩევნებს“ მიუღებლად მიაჩნია ბავშვთა ყოფნა იზოლაციაში და სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დაუშვებლობა მათთან. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე მსგავსი მასშტაბის ინსტიტუციის არსებობა, რაც მოძველებულ, ბავშვთა უფლებების დამრღვევ მიდგომას წარმოადგენს და არ შეესაბამება ამ სფეროს თანამედროვე სტანდარტებს. ასეთი დიდი დაწესებულებები, საფუძველშივე, რისკის შემცველადაა მიჩნეული და უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. "ამ დრომდე, სახელმწიფოსგან არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად და გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების აღსასრულებლად. „სამართლიანი არჩევნები“ მიესალმება 5 ივნისს, PHR-ის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია ის საფრთხე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და სახელმწიფო უწყებებისგან დროულ ჩარევას მოითხოვს. მართალია, განჩინება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება, მაგრამ სასამართლომ საფრთხის შემცველად შეაფასა პანსიონში არსებული ზოგადიმდგომარეობა. აგრეთვე, სახალხო დამცველის შეფასებით, პანსიონში არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, და, ასევე, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ამ ფონზე, განსაკუთრებით, სამწუხაროა, საპატრიარქოს მიერ განჩინების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გამოჰყავს, მათ შორის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვანია გამოყვანილი, მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი. „სამართლიანი არჩევნები“ აუცილებლად თვლის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიეცეს სახალხო დამცველს მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, ადმინისტრაციის დასწრების გარეშე, რათა შეძლოს ბავშვებთან უსაფრთხო გარემოში ურთიერთობა და მათი მდგომარეობის შეფასება. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს: საქართველოს საპატრიარქოსა და პანსიონის ადმინისტრაციას - დაუყოვნებლივ შეუშვას სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაწესებულებაში და შეწყვიტოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფა, მათი სტრესულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროება. ასევე, შეწყვიტოს ბავშვების გაყვანის პროცესის ხელშეშლა; სამართალდამცავ უწყებებს - დაუყოვნებლივ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების შესახებ; სახელმწიფოს - უარი თქვას ამ ტიპის ბავშვთა სახლებზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს პანსიონში მყოფი ყველა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ან მინდობით აღზრდაში გადაყვანის პროცესი, თუ ეს დროულად ვერ ხერხდება, პრიორიტეტი მიანიჭოს მცირე, საოჯახო ტიპის სახლებს; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს - გადატანილი სტრესის გათვალისწინებით, სასწრაფოდ შემუშავდეს ბავშვთა ფსიქოლოგიური და, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა ტიპის დახმარების პროგრამები და დაიწოს მათი რეაბილიტაციის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)