16:51 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 17:41:07, 961 ნახვა

რეგიონი
ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი 1 602 600 ლარით გაიზარდა

ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი 1 602 600 ლარით გაიზარდა.

,,დღეს, მერიის საფინანსო-საბიჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომლის თანახმად, ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი 1 602 600 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტი როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალური მიმართულებით გადანაწილდება", - განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/06 მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ასევე მნიშვნელოვან საკითხზე: ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებში ცვლლებების შეტანის თაობაზე". კერძოდ, სამსახურს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაემატა ფუნქციები, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის განხორციელებასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა.

იხილეთ ვრცლად: http://keda.gov.ge/ge/media-centre/adgilobrivi-biudjeti-1-602-600-larit-gaizarda/1420





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics