|
2021-06-04 16:36:30, 526 ნახვა
საზოგადოება
გენადი არველაძე - UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრობა დაეხმარება საქართველოს, იყოს კიდევ უფრო მეტად აღიარებული ქვეყანა
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს არჩევას საქართველოს სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევა უძღოდა წინ. შედეგად, საქართველომ არჩევნებზე 23 ქვეყნის ხმა მიიღო. გენადი არველაძის თქმით, აღიარების შედეგად, რომელიც საქართველომ არჩევნებში მხარდაჭერით მიიღო, საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ დისკუსიებში ჩართულობის საშუალებას მისცემს. „საერთაშორისო ორგანიზაციების აღმასრულებელ საბჭოების წევრობა და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა დაეხმარება საქართველოს, იყოს კიდევ უფრო მეტად აღიარებული ქვეყანა როგორც საერთაშორისო მოგზაურობის, ისე ტურიზმის გლობალური პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე მოხდეს იმ გამოცდილების აღიარება და გაზიარება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში დააგროვა როგორც გამოწვევების მართვის, ასევე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის პოლიტიკის მიმართულებით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს ორგანიზაციის მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)