11:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-04 16:09:53, 710 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს

„თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია „გამოდი სოლიდარობისთვის“.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, მარში რუსთაველის გამზირზე გაიმართება და შეკრებას რუსთაველის მეტროსთან დაიწყებენ.

„ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღალ ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდი“ სახელმწიფოსგან მოითხოვს:

უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;

შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;

უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებულების დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;

დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics