|
2021-06-04 15:21:50, 864 ნახვა
საზოგადოება
15 ივნისიდან ამოქმედდება ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 15 ივნისიდან მსუბუქდება სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის სანებართვო პირობები და მარტივდება სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შეტანის, აღრიცხვისა და საბაჟო საწყობიდან გატანის პროცედურები. კერძოდ:
დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5180796?publication=0 https://matsne.gov.ge/ka/document/view/5167411?publication=0 აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები ავტოიმპორტიორი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებითა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანმშრომლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან დადგენილებაში შესული ცვლილებების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)