|
2021-06-02 11:32:30, 847 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაში უკვე 200-მდე სტუდენტი ჩაერთო
სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ლიდერატორის პროგრამას კვლავ აგრძელებს. ლიდერატორი უკვე მეხუთე წელია სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებებით მიიღონ. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ უკვე 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ლიდერატორი, პროგრამების დასრულების შემდეგ კი მონაწილეთა 95%-მა გააგრძელა კარიერა საქართველოს ბანკში. ლიდერატორის პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით. 2021 წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა - ლიდერატორი სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს, ესენია: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; მცირე და საშუალო ბიზნესი; ფინანსები; საცალო საბანკო მომსახურება, მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა; ბიზნესის განვითარების ანალიტიკა; ბიზნესის ეფექტურობა; საბანკო სამართალი და შესაბამისობა; ინფორმაციული ტექნოლოგიები; მონაცემთა მეცნიერება; ადამიანური კაპიტალის მართვა; მარკეტინგი და ციფრული არხების განვითარება. „წლებია, ლიდერატორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდების კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში. პროგრამის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება - 2021 წელს ლიდერატორის საკონკურსო პროცესში 2500-მდე კანდიდატი იყო ჩართული. ზოგადი და პროფესიული ტესტირებების, ინტერვიუების, სხვადასხვა დავალებებისა თუ პრეზენტაციების შემდეგ, მათგან 94 სტუდენტი შეირჩა. აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლებში მონაწილეები ძირითადად 6 უნივერსიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილნი, წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და ამჟამად ლიდერატორის პროგრამაში 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ განათლებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას. გვჯერა, რომ ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აისახება როგორც ახალგაზრდების, ასევე ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, - განაცხადა ნუცა გოგილაშვილმა, საქართველოს ბანკის ადამიანური კაპიტალისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა. დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uFTkt5
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)