16:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 12:08:41, 810 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და ნახავთ, „ოცნება 2“-ია თუ „სხვა რამე 2“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ერთადერთი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს დაუახლოვოს.

როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ეს ამოცანა შესრულებადი არ არის არც ერთი ოპოზიციონერის მხრიდან

„მას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რაღაცნაირად მოახერხოს და 43%-ს დაუახლოვოს „ქართული ოცნება“, თუმცა ეს ამოცანა შესრულებადი არ არის, არც მისი და არც რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტიის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, „შეხედეთ, რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და ნახავთ, ეს არის „ოცნება 2“, თუ „სხვა რამე 2“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics