14:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 13:27:02, 462 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური: ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში პოლიციის საქმიანობას შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.

„გასული წლის გაზაფხულიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფისთვის  ახალი გამოწვევებით სავსე  პერიოდი დაიწყო. ათასობით თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა  და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად ნაფიქრი, გააზრებული და სწორად დაგეგმილი იყო. ამ ვითარებაში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს ყველა დეპარტამენტი ეფექტიანად მოქმედებდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics