15:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 12:12:03, 1086 ნახვა

საზოგადოება
მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისათვის ტრენინგი „ფუტკრის მავნებლებთან ბრძოლა“ ჩატარდა. სწავლება პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა  ალიანსის და საქართველოს   მეფუტკრეთა გაერთიანების  ტრენერებმა ჩაატარეს.

„მეფუტკრეებისთვის დაავადება ვარვატოზთან ბრძოლა რთული გამოწვევაა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ტრენინგების ფარგლებში, მეფუტკრეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და გაეცნობიან უახლეს მეთოდოლოგიას, თუ როგორ ებრძოლონ ამ დაავადებას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას  ითვალისწინებს და მოიცავს ფუტკრის მავნებლების იდენტიფიცირების, მათთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების გაცნობას. 

სპეციალურად ტრენინგისათვის თეორიული მასალა სურსათის ეროვნული სააგენტოს და  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების რეკომენდაციით მომზადდა.

განახლებული ექსტენციის ფარგლებში, ფერმერთა ტრენინგი ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics