15:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 12:04:59, 670 ნახვა

საზოგადოება
მზიურში ლიეტუვური კინოსა და კულტურის ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიმართება

მზიურის პარკის ამფითეატრში დღეს, 18:30 საათზე, ორდღიანი ფესტივალი „სარკმელი ლიეტუვაში“ გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.  

„სარკმელი ლიეტუვაში“ თბილისში პირველად ტარდება და მასზე წარმოდგენილი იქნება ლიეტუვური კულტურა, ხელოვნება, სპორტი და ტრადიციები.

დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს ლიეტუვური თანამედროვე მუსიკის და მრავალხმოვანი სიმღერების კომბინირების შედეგად შექმნილი კომპოზიციები, რომელსაც ლიეტუვური ჯგუფის „სკამპის“ წევრი ვიქტორას დიავარა ადგილობრივ მუსიკოსებთან და მსმენელებთან ერთად შეასრულებს. გარდა ამისა, ღია ცის ქვეშ გაიმართება ლიეტუვური ფილმების კინოჩვენება და შეხვედრები კინორეჟისორებთან.

პროგრამაში შედის რეჟისორ გიედრე ჟიცკიტეს დოკუმენტური ფილმი „როგორ ვითამაშეთ რევოლუცია“ ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი რეჟისორის მარია ქავთარაძის სადებიუტო ფილმი Summer Survivors და მარიუს მარკევიჩიუსის ფილმი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენაში სპორტის მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიება ითვალისწინებს არასრულწლოვან სტუმრებსაც, რომლებისთვისაც წარმოდგენილი იქნება ანიმაციური საგანმანათლებლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, ასევე, დისკუსიები ლიეტუველ მხატვრებთან.

ფესტივალის მიზანია კულტურის, ლიეტუვური კინოს და მუსიკის უნიკალურობის ასახვა ევროპულ კონტექსტში. ახალი კავშირების შექმნით, პროექტი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხელოვანებს, შეხვდნენ და გამოცდილება გაცვალონ. ეს ღონისძიება არის ლიეტუვის საჩუქარი ქალაქ თბილისისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ორდღიანი ფესტივალის ორგანიზატორები არიან ლიეტუვური სათვისტომოები „ლაბას“ და „რუტა“. ღონისძიება დაფინანსებულია ლიეტუვის კულტურის საბჭოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში. ფესტივალის ოფიციალური პარტნიორია თბილისის მერია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics