15:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 12:03:34, 1074 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, 31 მაისს, 21:00 საათზე, ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება.

„საქართველოს ბანკი“-ს ცნობით, Startup Büro-ს ინიციატივითა და საქართველოს ფინტექ ასიციაციის მხარდაჭერით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის და Facebook Live-ის გამოყენებით ჩატარდება, მისი მთავარი თემა კი „ღია ბანკინგი და ფინტექ პროდუქტები“ იქნება.

კომპანიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე https://bit.ly/2RPmg4D დარეგისტრირებით შეუძლია.

„ProductTank-ის შეხვედრა ინგლისურ ენაზე ჩატარდება, მისი მოდერატორი კი „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი იქნება.

შეხვედრას ფინტექ კომპანიებიდან შემდეგი მოწვეული პროფესიონალები გაუძღვებიან:

როლანდს მესტერსი - Nordigen-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია არის ერთ-ერთი პირველი ევროპაში, რომელმაც სხვადასხვა ბანკის მიერ შექმნილი ღია API სერვისები გააერთიანა და უფასოდ, მარტივი ინტეგრაციისა და მონაცემთა ანალიტიკის სერვისებით ემსახურება ფინტექ კომპანიებს.

ირაკლი აგლაძე - ღია ბანკინგის გადაწყვეტების ხელმძღვანელი ფინტექ სტარტაპში -ANNA Money, რომელიც ქმნის ციფრულ საბანკო მომსახურებას მცირე ბიზნესებისათვის ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოსვლებისა და პანელური დისკუსიის შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ონლაინ კავშირების დამყარების მიზნით ე.წ. ნეტვორკინგის სპეციალურ პლატფორმა Wonder-ში გადაინაცვლონ.

„მსგავსი გამოცდილების სპიკერების მოსმენა ProductTank Tbilisi-ს მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო, დროული და საინტერესო ინფორმაცია, თუ რას ცვლის ღია ბანკინგი ფინტექ პროდუქტებში, რა მოლოდინებს ქმნის მომხმარებლის მხარეს. ასევე, რა ახალი ბიზნეს მოდელები შეიძლება შეიქმნას საბანკო მონაცემების ხელმისაწვდომობის ფარგლებში, რათა მიღწეული იყოს საბოლოო შედეგი, მომხმარებლისთვის მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტების შეთავაზება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics