|
2021-05-27 13:24:29, 716 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - საქართველოსთვის ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პერიოდი ახლა იწყება
14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი და ჩვენი მოთხოვნაა, ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოსა და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლონეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ერთგული მხარდამჭერია. „პასუხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ დაძაბულ სიატუაციაზე, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არის მეტი სოლიდარობა და მეტი სოლიდარობა იქ, სადაც არის საქართველოს პერსპექტივა, სადაც არიან საქართველოს პარტნიორები და მეგობრები, ე.ი ევროკავშირი და ნატო. ორივე მიმართულებით, აქაც პოლონეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ერთგული მხარდამჭერი და ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის, სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებაში. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობა. ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, დღეს გვჭირდება ასევე ევროკავშირთან მიმართებაში ახალი ეტაპები, ვიდრე ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გეგმას, 2024 წელს განაცხადს და შემდეგ გაწევრიანებას. მანამდე ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და ამაზე ვისაუბრეთ, სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად, ამ ეკონომიკურ პროექტებში და ამით მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი, ასევე, ნატო-ში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ 14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის და ერთობლივად ჩვენთვის იყოს იქ ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და ღია კარი, როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ეს კარი ჩვენთვის ასევე ღია იყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)