|
2021-05-27 11:38:13, 1403 ნახვა
სამხედრო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. მას მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს. წეროვანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და გრიგოლ გიორგაძე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები მოინახულეს და რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს სპორტული, სავარჯიშო, კალათბურთისა და აკვათერაპიის დარბაზების მონახულების საშუალებაც ჰქონდათ. მოგვიანებით ანდრი ტარანმა საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვილილსთვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ღირსების მედლით დააჯილდოვა. მინისტრმა სხვადასხვა ჯილდო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებსაც გადასცა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ანდრი ტარანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტისთვის, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კავშირები, მათ შორის, რეაბილიტაციის ცენტრში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიღება გაგრძელდება.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)