2021-05-25 17:36:43, 673 ნახვა
საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ხვალ თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ და რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები ხვალ თბილისში კიდევ ერთ აქციას გამართავენ და რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ. აღნიშულის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში საპროტესტო აქცია ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ 16:00 საათზე ისევ ვაჩვენოთ აქ ჩვენი ძალა და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ის პროცესი გამოვლენისა, რომელიც მიმდინარეობს, პრაქტიკკულად უკვე ნახევარი წელია. კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას და დავინახოთ საკუთარი სახე, თავი სარკეში, რომ ის არის კანონდამრღვევი და ამის შემდეგ ჩვენ დავიძვრებით რიონის ხეობაში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან