18:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 12:55:52, 630 ნახვა

საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე ალექსანდრე ფალავანდიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა

რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამოხვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, „ქართული მარშის" წარმომადგენელი ალექსანდრე ფალავანდიშვილი სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირდა.

ალექსანდრე ფალავანდიშვილი მოითხოვდა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც ლგბტ სიმბოლიკით სამაჯურები ეკეთად, ტერიტორია დაეტოვებინათ.

რესპუბლიკის მოედანზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.

„მოვიდა უმცროსი ფალავანდიშვილი. ვიმყოფებოდით „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე, სადაც უმცროსი ფალავანდიშვილი მოვიდა და მოუწოდებდა, რომ თუ არ მოიხსნიდა სამკალურს, რომელიც სამი წელია უკეთია და უმცირესობების უფლებების სოლიდარობას ემსახურება, ამას თუ არ მოიხსნიდა, სხვადასხვანაირად მოგვექცეოდნენ, ფიზიკურად შეგვეხნენ“, - განაცხადა ზურაბ ბერძენიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics