|
2021-05-24 13:12:34, 454 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, ურბანულად სწორად განვითარდეს თბილისი
თბილსის მერი კახა კალაძე, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. კახა კალაძის განცხადებით, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ერთ-ერთი სანიმუშო პროექტია, თუ როგორ უნდა განვითარდეს სწორად დედაქალაქი ურბანული თვალსაზრისით. „2017 წელს, როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ქალაქი ურბანულად სწორად განვითარდებოდა. შესაბამისად, მთელი რიგი რეგულაციები მივიღეთ ამ მიმართულებით და შედეგიც სახეზე გვაქვს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი საჩვენებელი პროექტი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურბანული თვალსაზრისით სწორად კონკრეტული არეალები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული მწვანე სივრცეები და მომავალში აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ დასვენების, განტვირთვის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თ ქმით, პანდემიის პირობებში, როდესაც თითოეული ინვესტიცია მნიშვნელოვანია, სამშენებლო სექტორს ხელშეწყობა სჭირდება. „მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას და მის დამფუძნებლებს. თქვენ იცით, რომ პანდემიის თვალსაზრისით, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში არ არის სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, თითოეული ლარის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. სამშენებლო სექტორი არის ის დარგი, რომელსაც უამრავი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და რა თქმა უნდა, ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება. ჩვენი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ცენტრალური ხელსუფლების მხრიდან ამისთვის არის სრული მზადყოფნა“, - განაცხადა კახა კალაძემ. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა. პროექტის ჯამურმა განაშენიანებამ 20 ჰექტარი მოიცვა. თანამედროვე დაგეგმარებისა და უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელ მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია ყველა ტიპის სპორტული სახეობა და სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი აქტივობები. პროექტის 70% რეკრეაციული სივრცეებისა და გამწვანებული ეზოების მოწყობას დაეთმობა, რომელიც საცხოვრებელ ზონასთან ერთად, საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას მოიცავს. ტერიტორიაზე გაშენდება სკოლა და საბავშვო ბაღი, ასევე, მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)