15:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 19:40:09, 589 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმში აჭარის ორგანიზაციის პარტიულ აქტივს შეხვდნენ

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ბათუმში აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

„პარტიის ხელმძღვანელობამ დაიწყო შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის იმისთვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დღეს გვქონდა შეხვედრა აჭარის აქტივთან. ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებზე, ასევე, მათთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

23 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics