15:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-22 14:23:36, 692 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე - დაიღალა ხალხი კიწი-კოწით

დაიღალა ხალხი კიწი-კოწით, ჩემი აზრით, აღარ აქვს აზრი გაჭიანურებას, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, დროულად უნდა დასრულდეს დავა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებას და შეუერთდეს პარლამენტს.

„დაიღალა ხალხი კიწი-კოწით, პირველად გავიგე ეს ტერმინი. მართლა რაღაც ზღვარი ხომ აქვს, ჩემი აზრით, აღარ აქვს ამ გაჭიანურებას დროს, ვფიქრობ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, დავასრულოთ ეს დავა დროულად, შეუერთდნენ შეთანხმებას, სწორი იქნება ეს ქვეყნისთვის, მათთვისაც, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი დასავლური რეპუტაციისთვის და ჩავერთოთ იმ ინტერესების გატარებაში, რაც დღეს ხალხს აქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics