19:12 - 18 Jun, 2026
|
2021-05-21 15:12:51, 486 ნახვა
საზოგადოება
საირმის ქუჩაზე საყრდენი კედელი მოეწყო
საირმის ქუჩა N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი მოეწყო. ასევე, კედელზე ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდება. პროექტის შედეგად, 33 გრძივ მეტრზე გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე გაეცნენ. „აღნიშნულ მისამართზე სკვერის ზედა მხარეს განთავსებული იყო რამდენიმე ავტოფარეხი, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. თავდაპირველად განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი. შემდეგ კი, ძველი, დაბეტონებული, არასწორი კონსტრუქციის ნაცვლად, სათანადო კონსტრუქციის ახალი გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 131 576 ლარით დაფინანსდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)