19:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 15:01:51, 534 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტირის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, მათი ყველა ქმედება მიმართული იყო ტურიზმისკენ, რათა საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა ყოფილიყო.

„სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება. ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში ფართოდ არის გავრცელებული არა მარტო „ბრიტანული შტამი“, არამედ კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამი“, „ბრაზილიური შტამი“ და „ინდური შტამიც“ არის. მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენს ქვეყანას მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ყველა ჩვენი ქმედებაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ტურისტულ სეზონზე ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა? აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება მოყოლებული ზამთრიდან გათვლილი იყო იმაზე, რომ მაქსიმალურად შეგვესრულებინა და ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო, სამედიცინო სექტორზე ძალიან მაღალი დატვირთვა არ ყოფილიყო, რაც მოგეხსენებათ არ არის ადვილი გასაკეთებელი და ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics