01:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 21:34:37, 637 ნახვა

რეგიონი
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შუახევის მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებით გაიხსნა

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შუახევის მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებით  გაიხსნა.

კვირეულის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხაბელაშვილების ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა.

მუზეუმის თანამშრომლებს აღნიშნული თარიღი მიულოცა და სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ომარ ტაკიძემ სტუმრებთან ერთად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერა, სადაც დაცულია  ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, თიხის, სპილენძის, რკინის, ხის საოჯახო ჭურჭელი, არქეოლოგიური, მემორიალური, მუსიკალური, საცნობარო და ფოტო მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვ.

მუზეუმის  მნიშვნელობასა და ისტორიაზე, უძველესი კოლხური რკინის მეტალურგიის ისტორიაზე  ისაუბრეს  ხაბელაშვილების მუზეუმის წარმომადგენელმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, კულტურის ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის წარმომადგენლები, ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics