2021-05-20 15:55:27, 4294 ნახვა
ომი უკრაინაში
ჰანს კლუგე - ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის ყველა ვარიანტის, მათ შორის „ინდური შტამის“ წინააღმდეგ
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჟენევაში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიღწეული პროგრესი მყიფე რჩება, რისთვისასც საერთაშორისო მოგზაურობა თავიდან უნდა იქნას აცილებული.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, და „სინოფარმი“ არიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,