|
2021-05-19 16:24:35, 463 ნახვა
საზოგადოება
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, შესაძლოა, სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ
თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მოქალაქეებს სხვა დამსაქმებლებთან გადავანაწილებთ, - ამის შესახებ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ველთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები წასვლის წინ, აეროპორტში გადასცეს, სიცრუეა. „თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს დასაქმების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკუთარ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ დამსაქმებელი თავის ვალდებულებას შეასრულებს ანაზღურებასთან დაკავშირებითაც, რაც კონტარაქტში წერია. კონტრაქტში გაწერილია კვირაში სამუშაო სააათების რაოდენობა და ამის შესახებაც არის შრომის ფედერალური სააგენტო საქმის კურსში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ პროცესში დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებლებთან. ვერ დაგეთანხმებით, რომ გერმანიაში დასაქმებულებს კონტრაქტები აეროპორტში გადასცეს იმიტომ, რომ ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ აპლიკანტებთან გამგზავრებამდე. ჩვენ ვაცნობთ იმ სამუშაო შეთავაზებას, რაც იგივე კონტრაქტშია. ვეუბნებით, რომ კონტრაქტში, რომელიც წასვლამდე გადაეცემათ მათ გაწერილია სამუშაო პირობები, ხარჯები, სამუშაო საათების ანაზღაურება. იგივე პირობები იწერება კონტრაქტებშიც. წასვლამდე მათ უტარდებათ წასვლის წინა საორიენტაციო ტრენინგი, სადაც მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია მათი სამუშაო პირობების შესახებ“, - განაცხადა ნინო ველთაურმა. ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)