|
2021-05-19 14:58:40, 487 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - დმანისში მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯები, მათ გამყარება და წახალისება სჭირდება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დმანისში არსებული კონფლიქტის დარეგულირება არის სასიხარული, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც სჭირდება გამყარება. „გუშინ მშვიდობისკენ გადაიდგა ნაბიჯი, ჩვენთვის ეს არის სასიხარულო, მნიშვნელოვანი ამბავი და დღეს ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯს სჭირდება გამყარება, წახალისება, რომ საბოლოოდ მოხდეს აღმოფხვრა ყველა იმ საფუძვლებისა, რომელზეც შესაძლოა, მომხდარიყო მსგავსი უსიამოვნება“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მანვე აღნიშნა, რომ დმანისში მომხდარი მოვლენების უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარე ძალისგან იყო ინსპირირებული. „იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დროულად აღვკვეთოთ ხოლმე მსგავსი ტენდენციები“, - დასძინა დეკანოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)