|
2021-05-19 13:40:47, 588 ნახვა
საზოგადოება
როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან
თანამედროვე ეპოქაში ელვის სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები, რის კვალდაკვალ იცვლება ადამიანების ქმედება სხვადასხვა საკითხების მიმართ. იმისათვის, რომ ფეხი განვითარებას ავუწყოთ, იქმნება საჭიროება ფეხი ავუწყოთ განვითარებას და მარტივად მივიღოთ ცვლილებები, თუმცა პარალელურად გამოვიჩნოთ უფრო მეტი ყურადღება და თავი დავიცვათ პირადი ინფორმაციის გაცემისას. დღეს ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ადამიანები ამჯობინებენ ფინანსების ელექტრონულად შენახვას, რაც მარტივ და კომფორტულთან ერთად, შედარებით უსაფრთხოა, თუმცა რისკები ყოველთვის არსებობს. რამდენიმე ათწლეულის წინ, სანამ ბარათების მოხმარება აქტუალურ გახდებოდა თანხას ჩვენთან ვინახავდით, რაც დამნაშავეებს უბიძგებდა ქურდობისა თუ ძარცვისკენ, დღეს კი მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფაქტები შედარებით შემცირებულია, ციფრულ სივრცეში სულ უფრო მეტად იმატებს კიბერთაღლითობები, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების მანიპულაციაზე. კიბერუსაფრთხოება და მისი რეკომენდაციების მიხედვით დაცვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა, რათა სავალალო შედეგი თავიდან იქნეს აცილებული. ციფრულ სივრცეში საკუთარ ინფორმაციას და ფინანსებს თქვენ განაგებთ და მისი მართვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, შესაბამისად თაღლითებიც ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფრო მეტად ადაპტირდნენ გარემოსთან და ადამიანებს მოტყუებით უბიძგებენ გასცენ ინფორმაცია. ასეთი ტიპის თაღლითობა დღეს ყველაზე მეტადაა გავრცელებული და მუშაობის მექანიკა მარტივია - როგორც წესი, ქმნიან ცნობილი ბრენდების იდენტურ ყალბ გვერდს და უგზავნიან პოტენციურ დაზარალებულებს შეტყობინებას აღნიშნული ბრენდის სახელით, რომლის შინაარსიც უმეტესად გათამაშების მოგებასთან და დიდძალი თანხის მოგებასთანაა დაკავშირებული, ამის შემდეგ კი მომხმარებელი გადადის ყალბ გვერდზე, რომლის დიზაინიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ორიგინალ გვერდს და საკუთარი ინფორმაციის შეყვანას გთავაზობენ დაპირებული პრიზის მისაღებად. რა თქმა უნდა, ამის გაკეთების შემდეგ თქვენ მონაცემებს ბოროტად იყენებენ და იპარავენ თანხას თუ პირად ინფორმაციას. ყველაზე მარტივი გზა ასეთი შეტყობინებინებების იგნორია, ხოლო თუ მაინც დაინტერესდებით და ვებ გვერდზე გადახვალთ, აუცილებლად შეამოწმეთ გვერდის დასახელება და ლინკი, რომელიც უნდა შეადაროთ ორიგინალს, შეიძლება მცირედი სხვაობა აღმოაჩინოთ, რაც ნიშნავს, რომ გვერდი ყალბია და ემსახურება ე.წ. „ფიშინგს“ - ადამიანების მოტყუებით საკუთარი ინფორმაციის გაცემას მესამე პირზე. ასეთი ტიპის გვერდის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ორიგინალ ბრენდს და აცნობეთ, ასევე სასურველია თუ სამქეს გადასცემთ შესაბამის ორგანოსაც. „ფიშინგისა“ და სხვა მანიპულაციური ხასიათს დანაშაულების პარალელურად შეიძლება კიბერშეტევი მსხვეპრლიც გახდეთ, რომელლიც მართალია, უმეტესად კომპანიებს და ცნობილ ადამიანებს უფრო მეტად ეხება, თუმცა შეიძლება სამიზნე მაინც ნებისმიერი ადამიანი გახდეს. კიბერუსაფრთოება ნიშნავს პირადი ინფორმაციის დაცვას ყველა გამოყენებად გვერდსა თუ აპლიკაციაში. კრიტიკულად აუცილებელია თქვენ პაროლი არ იყოს მარტივი, შეგდებოდეს დიდი და პატარა ლათინური ასოებისგან, ციფრებისგან, თუ შესაძლებლობას გაძლევთ გვერდი სხვადასხვა ნიშნებისგან და იყოს მინიმუმ 8 სიმბოლო. ამასთანავე, აუცილებელია ეს ინფორმაცია დარჩეს მხოლოდ თქვენთან და არავითარ შემთხვევაში არ გაანდოთ ვინმეს. ინტერნეტ სივრცეში ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას იყავით მეტად ყურადღებით, შეხედეთ ეჭვის თვალით, რაიმე ბუნდოვანი სიტუაციის შემთხვევაში კი აუცილებლად დააზუსტეთ ინფორმაცია და მოითხოვეთ კონკრეტული ორგანიზაციისგან თუ გვერდისგან შესაბამისი ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)