|
2021-05-19 12:08:27, 347 ნახვა
საზოგადოება
დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განაცხადის შეტანის ვადა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა
დაუმთავრებელი მშენებლობებთან დაკავშირებით, მოქალაქეები თბილისის მერიაში განაცხადის შეტანას პირველ სექტემბრამდე შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, ჩვენ დაუმთავრებელი მშენებლობებისთვის პრეფერენციული გადაწყვეტილებების სისტემა შევქმენით. სპეციალური რეგულაციებია დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით. ბევრი კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი პრობლემა მოგვარდა. როგორც იცით, განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განვსაზღვრეთ მიმდინარე წლის 30 მაისი. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ვადა გავაგრძელოთ და პირველ სექტემბრამდე მივცეთ მოქალაქეებს იმის შესაძლებლობა, რომ განაცხადები შემოიტანონ. დედაქალაქის მერია მათ მაქსიმალურად გვერდში დაუდგება, რადგან ასეთი შენობა-ნაგებობები პრობლემას წარმოადგენს ოჯახებისთვის და ქალაქისთვისაც. ვიზუალურ ნაწილში, არავის სიამოვნებს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების ნახვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)