13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 16:00:07, 809 ნახვა

პოლიტიკა
ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნაკაიძე სრულად ემოჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც პარტიის შიგნით იყო და „ევროპული საქართველოს“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მზადი იყო, საკუთარი ადგილი სხვისთვის დაეთმო.

„პარტიის პოზიცია არის, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ, პოლიტიკურად „ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი. მინდა მას მადლობა ვუთხრა, რომ ჰქონდა სურვილი ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი. ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა. თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში და აღდგებოდა სიები, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს. მაგრამ ჩვენ რახან პარტიულად და პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში ამ საკითხზე გაიყო და ის არ წამოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში. ეს მისი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics