21:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 12:57:43, 351 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც გავაგრძელებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც  გააგრძელებს.

ამის შესახებ მერმა დედაქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით  განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ისტორიული არეალები - ეს არის ის განძი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს გაფრთხილება ჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეს ზღვაში წვეთია. იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ყველა ის ადამიანი, ყველა ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს საკუთარი სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, დაკმაყოფილდება. ყველა მათგანი იქნება მოწესრიგებული და გალამაზებული,  იმიტომ, რომ ეს არის ღირსშესანიშნავი შენობა-ნაგებობები, ღირსშესანიშნავი ქუჩები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება ჭირდება. ასე უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ისტორიული არეალების რეაბილიტაცია გუნდის დაპირება იყო და ის წარმატებით ხორციელდება.

„4 წლის წინ, ზუსტად ამ ადგილას გავაკეთეთ პრეზენტაცია და დავპირდით მოსახლეობას, რომ დავიწყებდით ისტორიული არეალების რეაბილიტაციას. ცხადია, ეს პროგრამა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანი დავასრულეთ, მალე დასრულდება გუდიაშვილის მოედნის, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია; დაწყებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კადეტთა კორპუსისა და სხვა ისტორიული შენობების რეაბილიტაცია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics