13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 12:33:30, 476 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თავს არიდებს საგამოძიებო კომისიაში ჩართვას - დარწმუნდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია თავს არიდებს საგამოძიებო კომისიაში ჩართულობას.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

„ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თან ძალიან ქმედითი. ამ ბერკეტს რომ არიდებს თავს ოპოზიცია, ეს მეტყველებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ისინი თავადაც დარწმუნდნენ საკუთარი ბრალდებების სიმცდარეში. ისინი მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა თანდათანობით თავადვე დარწმუნდნენ იმაში, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული.

აქედან გამომდინარე, თავის არიდება ხდება არჩევნების გადამოწმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთავაზებისთვის. ეს არის საერთო სურათი, თუმცა ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხს ჩავეძიოთ, რაც უკავშირდებოდა თუნდაც ბრალდებებს და ამისათვის მუშაობს საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics