02:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 22:09:35, 472 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ტაკიძეებში მცხოვრებ ქარცივაძეების ოჯახს ესტუმრა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად ,დღეს სოფელ ტაკიძეებში მცხოვრებ ქარცივაძეების ოჯახს ესტუმრა.

ახმედ  და გული ქარცივაძეების  უხუცეს წყვილს, ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

,,დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  ქარცივაძეების ოჯახს ვსტუმრობდით, რომელიც პატრიარქის კურთხევით საქართველოში 17 მაისს აღინიშნება. ქარცივაძეების ოჯახი  სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია. წყვილი, თანაცხოვრების 55 წელს ითვლის. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“-  აღნიშნა ომარ ტაკიძემ.

97 წლის ახმედ და 82 წლის გული ქარცივაძეებმა  ოჯახი 1966 წელს შექმნეს. ჰყავთ 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი. წყვილმა გასული წლის დეკემბერში კორონავირუსი დაამარცხა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics