|
2021-05-17 14:18:17, 922 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ჩვენ ახლა პიკის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ ეპიდვითარება თანდათან უმჯობესდება
ჩვენ ახლა გავდივართ პიკს, გარკვეულწილად ვართ პიკის დაღმავალ ფერდობზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ეპიდვითარება თანდათან უმჯობესდება. მანვე დასძინა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. „ჩვენ ახლა გავდივართ პიკს. გარკვეულწილად, ვართ პიკის დაღმავალ ფერდზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ერთ-ერთი სერიოზული ინდიკატორი, რაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა. მოგეხსენებათ, სიკვდილიანობა ორი-სამი კვირით მიჰყვება ეპიდსიტუაციის პიკს. იზრდება სიკვდილიანობა პიკური პერიოდიდან ორი კვირის შემდეგ. ახლა დაახლოებით ამ ფაზაში ვართ. ამიტომ, შევეცადოთ, ყველა რეკომენდაცია დავიცვათ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)