|
2021-05-17 13:58:25, 768 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ხელისუფლებას დმანისში შექმნილ ვითარებაზე არანაირი პოზიცია არ გამოუხატავს
გუშინდელი საჯარო კადრების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან დმანისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დანაშაულში იდენტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლებრივ მართლსაჯულებას. „გუშინდელი პირდაპირ ეთერში გასული საჯარო კადრების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია. ეს არის რეალურად ძალზედ მძიმე, შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზინებების მიყენება, რაც გულისხმოს იმას, რომ იდენტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცეს სისხლის სამართლებრივ მართლსაჯულებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მაისს დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით დაუპირისპირდნენ. ამასთან, ადგილზე ვითარება დღესაც დაიძაბა და მხარეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)