2021-05-17 13:09:11, 500 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ
კვების ობიექტები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ.
აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მათავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას, წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან კაფე-ბარების და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტად შევძლებთ შემსუბუქებას და საერთოდ მოვხსნით ამ შეზღუდვას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, 1-ლი ივნისიდან შემსუბუქება, რა თქმა უნდა, იმ პირობით მოხდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,