00:36 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 22:06:17, 905 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებისთვისაც ხელახალი აარჩევნები საინტერესო აღარ იქნება

„ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებისთვისაც ხელახალი აარჩევნები საინტერესო აღარ იქნება“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიის გარკვეულ რაოდენობას პარლამენტში ადგილის დაკარგვის ეშინია.

„ოპოზიციაში არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებისთვისაც ახლა ხელახალი არჩევნები, შეიძლება, საინტერესო აღარ იყოს, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ, რომ მათი მოტივაცია შეიცვალა.

მე არავის დასახელებას არ ვაპირებ, ცხადია, მაგრამ მათ შორის პარლამენტში შესვლაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

იქ არიან ადამიანები, რომლებიც, შეიძლება, ფიქრობენ, რომ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, შეიძლება, ვეღარ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ მათი პირადი ინტერესი შეიძლება იყოს, რომ ეს პარლამენტი დარჩეს და გააგრძელონ კიდევ სამწელიწად-ნახევარი, რაც მე არ მჯერა, რომ ბოლომდე გავა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics