2021-05-15 16:32:43, 495 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქ აქტივისტებს თავს დაესხა
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილმა დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია - „welcome to the closet“ დაარბია.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.
„რამდენიმე წუთის წინ, დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია „welcome to the closet“ გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ დააკავონ გურამ ფალავანდიშვილი;
დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება!“, - აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,