12:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-15 15:14:50, 576 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“ - ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია და შეიძლება, პარლამენტში საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩიდან ვერ მოახერხა დესტრუქცია, ახლა შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგია უნდა შეცვალოს და დესტრუქციიდან საქმეზე გადავიდეს.

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მცირე თუ საშუალო, „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობა“ და აქვს გარკვეული სტრატეგია. თუ ამ სტრატეგიას შეცვლიან, მნიშვნელოვანწილად უნდა შეცვალონ და დესტრუქციიდან საქმეზე გადავიდნენ.

პარლამენტი არ უნდა იყოს გამოყენებული დესტრუქცისთვის. ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია და შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტის შიგნით საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ, რაშიც კარგად არიან გაწაფულები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics