|
2021-05-14 23:35:13, 829 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - პარლამენტში რომ შევიდეთ და ერთობა არ ჩამოყალიბდეს, გარეთ დარჩენილ კაკო ბობოხიძეს ვერ გაუძლებს ნახევარი ოპოზიცია
„პარლამენტში რომ შევიდეთ და ერთობა არ ჩამოყალიბდეს, გარეთ დარჩენილ კაკო ბობოხიძეს ვერ გაუძლებს ნახევარი ოპოზიცია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში მყოფი ძალები ერთობის გარეშე მშვიდ ძილს ვერ მოიპოვებენ. „პარლამენტში მყოფი ძალები მშვიდ ძილს ვერ მოიპოვებენ, თუ ერთობა არ იქნება, პირდაპირ გეტყვით, კი არ მისაუბრია და რაღაც, ერთი კაკო ბობოხიძე გვეყოფა ყველას, გარეთ დარჩენილი კაკო ბობოხიძე, შიგნით რომ შევიდეთ და ერთობა არ ჩამოყალიბდეს, კაკო ბობოხიძეს ვერ გაუძლებს ნახევარი ოპოზიცია, იმიტომ, რომ არგუმენტების მოშველიება მას არ უჭირს, ინსტიტუციური მეხსიერება საშინლად კარგი აქვს და რიტორიკა არაჩვეულებრივი აქვს“, - განაცხდა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)