00:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 18:34:41, 480 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა: საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის შემდეგი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის  შემდეგი პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ივლისიდან დაიწყება მშენებლობა 50 კმ ქსელის 13 დასახლებული პუნქტისთვის და ეს არის 10,500 ადამიანი, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ამას დაემატება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 8 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 11,000 ადამიანი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მთელ საქართველოს, გაგრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში და დასრულდება 2025 წელს. სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,  2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 5 000 კმ. ოპტიკური ქსელი აშენდება, რომლითაც მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობას მიიღებს საქართველოში მცხოვრები 500 000-ზე მეტი ადამიანი.

„მომავალი წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გეგმაზომიერად ჩვენ გადავალთ შემდეგ რეგიონებზე: ეს იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - 26 დასახლებული პუნქტი და 10,700 მომხმარებელი; ეს იქნება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონები - ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, 16 დასახლებული პუნქტი და 7,700 ადამიანს შეეძლება ისარგებლოს; ეს იქნება ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები - 11,000 - ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს ამ მომსახურებას", -  აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics