00:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-14 18:29:11, 416 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და მასთან მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სამუშაოები განხორციელდა. წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო.

ამ ეტაპზე, გლდანის გამგეობა გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზის მოწყობა სრულდება. პროექტისთვის 250 000 ლარი არის გათვალისწინებული. 

ასევე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს გამარჯვების ქუჩისა და გურიის აღმართამდე მისასვლელ გზაზეც, სადაც დაახლოებით, 2 000 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი იგება და 100 000 ლარამდე დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი  ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან  ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics