|
2021-05-13 18:44:45, 721 ნახვა
კომენტარი
„ენკას“ დირექტორის განცხადებით, ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება და არ დაკარგავს თავის თვისებებს
„ენკას“ დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება და არ დაკარგავს თავის თვისებებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენების გამო იგეგმება ორი კაშხლის აშენება. „დღეს 3 კაშხლის ნაცვლად პროექტი ითვალისწინებს 2 კაშხლის აშენებას, მოხლოდ იმიტომ, რომ ნაკლები ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე. ეს დასკვნები უკვე დევს ჩვენს საიტზე, მიწოდებულია ეკონომიკის სამინისტროსთვის და მათ აქვთ სპეციალურად შექმნილი პლატფორმა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ეს გამოითხოვოს. როდესაც საუბარია მსგავსი სახის პროექტებზე, შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ გარემოზე ზეგავლენა არ ექნება, თუმცა აქვე ვიტყვი კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება, ტვიში არ დაკარგავს თავის თვისებებს, ეს ჩვენ გვიდასტურდება შესაბამისი დასკვნებით, რომელიც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კონსულტანტებისგან“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)