00:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 12:42:39, 618 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს 13 მაისი მიულოცა

1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა.

13 მაისი თბილისის მერმა კახა კალაძემ „დინამოელებსა“ და ქართველ გულშემატკივრებს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიულოცა.

კახა კალაძის განცხადებით, 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული გამარჯვება საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო.

„მე კიდევ ერთხელ მინდა „დინამოელებს“, ქართველ გულშემატკივარს, ბიჭებს, ამ თაობას, ყველას, ვინც 1981 წლის 13 მაისმა გაახარა, მივულოცო ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.  ისინი ჩემი უფროსი მეგობრები არიან და ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის „დინამომ“ შეძლო თასების მფლობელთა თასზე ფინალში გამარჯვება.  რა თქმა უნდა, თბილისის „დინამო“ ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა ამ მიმართულებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics