00:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 12:39:37, 391 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დედაქალაქში მუშაობა განაახლა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეზღუდვა იხსნება დედაქალაქში არსებულ საბაგირო გზებზეც.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მგზავრობისას პირბადე აუცილებლად გამოიყენონ. 

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, როგორც ავტობუსებმა, ისე მეტრომ და მიკროავტობუსებმა, მუშაობა განაახლა. გარდა ამისა, კუს ტბისა და  რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებზეც იხსნება შეზღუდვა და მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება. ძირითადი პირობა რაც იყო - პირბადით მგზავრობა, ძალაში რჩება და ეს წესი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, შევასრულოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას ითვალისწინებს.

„რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება მოხდება შესაბამისი ხსნარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics