11:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 10:16:34, 679 ნახვა

პოლიტიკა
ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

2019 წლის 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

„ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული ალტერნატიული პროექტი სამართალდამცავების ამნისტირების წინაპირობად დაზარალებულთა თანხმობას ითვალისწინებს.

ამასთან, პროექტის თანხმად, ამნისტია ეხება კონკრეტულ მუხლებს, რომლითაც 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ამდენად ის გამორიცხავს, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომავალში შესაძლო გამოვლენილი დანაშაულების ამნისტირებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics